შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, რეპეტიტორის ქმარი მოსამზადებლად მის ცოლთან მისულ არასრულწლოვნებს ტუალეტში მობილურით ვიდეოებს იღებდა. ინფორმაცია ამ საქმის შესახებ თავდაპირველად პრაიმტაიმმა გაავრცელა.
“რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მასწავლებლის სახლის საპირფარეშოში ტელეფონის კამერით უთვალთვალებდნენ. ტელეფონის ჩანაწერების ნახვისას აღმოჩნდა, რომ თვალთვალს პედაგოგის ქმარი ახორციელებდა, რომელიც საპირფარეშოში ტელეფონის ფარულად დადების მომენტში კამერაზე თავადაც არის აღბეჭდილი”, — წერს პრაიმტაიმი.
შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ამ მუხლით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
კომენტარები