ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
“ალტ–ინფოს” მარტინენკოს 3 მოთხოვნა აქვს. 1. გამოუშვან 5 ივლისს დაკავებული ხალხი. 2.დაისაჯოს ყველა, ვინც გადატრიალებას აორგანიზებდა. 3. ჩატარდეს რეფერენდუმი კანონის მიღებაზე, რომელიც უცხოური მონა აგენტების გამჭირვალობას შეეხება.
რეფერენდუმის შესახებ კანონი, რომ არა გვაქვს, არ იცის.
ჯერ რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღება უნდა მოეთხოვა, მერე რეფერენდუმი.
ეს სხვას გაუნათლებელს ეძახის. თუ მარტო მარტინენკოს მოთხოვნაა, კიდევ არა უშავს და თუ “ალტ–ინფოსი” და შიგნით შეჯერებული ვარიანტია, მაშინ ნამეტანი ცუდად არის საქმე.”
შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის 52–ე მუხლის, მეორე ნაწილის მიხედვით:
“საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.”
კომენტარები