თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს.
გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის.
სამსახურიდან გამათავისუფლეს8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს…რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს, 0 წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელში.
“სამსახურიდან გამათავისუფლეს. სიტყვიერი საუბარი, ახსნა-განმარტება, არ ყოფილა. 47-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტი, რომელიც ნიშნავს სხვა მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტას, აი ამ მუხლით ვარ გათავისუფლებული.
თურმე, ის საქმე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მერიაში, ახლა აღარ ყოფილა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცვლილება არ ყოფილა, არც პროგრამა დამატებია, არც გამოკლებია. პრემიები, ან ფინანსური წახალისება, რომელიც თანამშრომლებზე გაიცემა, ჩემ შემთხვევაში სრულიად ჩახსნილი იყო მას შემდეგ, რაც მე ღიად დავიწყე აქტიურობა. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიჩაგრებოდი. ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის”, – ამბობს გიგა სოფრომაძე.
მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში დაახლოებით 60 საჯარო მოხელეს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.
47–ე მუხლის პირველი პუნქტის ო ქვეპუნქტი – “სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ათმართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.”
კომენტარები