რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოთავსებულ 13 პაციენტს, დღის განმავლობაში, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოინახულებს და მათ მდგომარეობას ადგილზე შეამოწმებს.
ამ პაციენტებს მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. რადგან მათი მდგომარეობა ყველაზე მსუბუქი იყო, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინე ზომები სრულად არის მიღებული. გადაკეტილია პერიმეტრი, ტერიტორიას დაცვის პილიცია და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იცავს.
გუშინ საღამოს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 პაციენტი მოათავსეს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში არიან განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარები