პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, თქვა:
„მინდა ბატონი პრემიერ-მინისტრი ცოტათი დავამშვიდო – საქართველოში არანაირი რეჟიმის ცვლილება არ იქნება რაიმე დემონსტრაციის ფონზე, მაგრამ მინდა ავაღელვო კიდეც ცოტათი, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, ოღონდ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, 2024 წელს. კი, ასე იქნება, ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან მოუწევს შეგუება. და არც ვანო მერაბიშვილი არასოდეს აღარ იქნება პრემიერი და მასაც მოუწევს ამასთან შეგუება. „ლელოს“ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური პოზიცია ეს არის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური ხედვა ესაა, რომ ძალიან მალე, არჩევნების გზით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, რომელმაც ჯამში ჯერ ერთმა, მერე მეორემ და მერე ერთმანეთთან კინკლაობაში ამ ქვეყანას უდიდესი ზარალი და ზიანი მიაყენეს.”
კომენტარები