„ფედერალისტების“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
„რეჟიმის არხები რამდენიმე დღეა გაუთავებლად ითხოვენ კომენტარს თვითმმართველობის არჩევნებზე.
რეჟიმის სურვილია რომ დღის წესრიგში, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაანაცვლოს თვითმმართველობის არჩევნებმა.
ვითარების ნორმალიზაციას ცდილობენ ამით.
ვაჭრობის დაწყება სურთ.
რეჟიმის სასარგებლო იდიოტი თუ არ ხარ, ხომ უნდა მივხდე რომ ამაში არ წაყვე?
არაააა!
ბიძინას დაკრულზე თუ არ იცეკვეს, რაა მამული.
დღეს, დღის წესრიგში დგას მხოლოდ ახალი არჩევნები.
ეს დღის წესრიგიც არსებობს იმიტომ, რომ 28 ნოემბრის მოღალატეობრივი ნაბიჯის შემდეგ, ქუჩაში გამოვიდა ხალხი, რომელიც ოპოზოციის დაძახებულზე არ გამოდიოდა.
მე არ მგონია, რომ ამ ხალხის დაკვეთა იყოს რეჟიმის მოედანზე გადასვლა და ხელახალი არჩევნების ნაცვლად, თვითმმართველობაზე მსჯელობა.“
კომენტარები