ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი:
“არ ვაპირებდი კითხვის დასმას, მაგრამ რადგან ინტეგრირებული ვერგაგება გახდა ამ რეზოლუციის ჩვენი ოპონენტი კოლეგების მხრიდან, მინდა დავაზუსტოთ, ეს რეზოლუცია უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციაა თავისი შინაარსით თუ ავადსახსენებელი რუსეთის საქციელის შეფასებაზე ორიენტირებული დოკუმენტი? ეს ხომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. ამიტომ კიდევ ერთხელ იმ ადამიანებისთვის, ვინც გარედან გვისმენს, ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს, ერთ საკითხს ეხება ეს რეზოლუცია თუ რუსეთის საქციელის შეფასებას.”
კომენტარები