პოლიტილოგი გია ხუხაშვილი “ფორმულასთან ” ამბობს:
“რადგან ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, გარდა პოლიტიკური კრიზისისა, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით იქნება ეს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით თუ რეგიონში მიმდინარე სერიოზულ ძვრებთან, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია.
მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. ერთიანობა თუ დაირღვა, ამ შეთხვევაში გინდა შესულან და გინდა – არა, მაინც მოგუდავს ხელისუფლება შესულებსაც და არ შესულებსაც. ეს არის ერთადერთი აქტივი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, მუშაობს იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიტანოს ერთიანობაში არეულობა და დაქსაქსოს ძალები.
მე ვიხრები, რომ კი არ აღიარონ არჩევნები, არამედ დეფაქტო ვითარება იქნას აღიარებული ოპოზიციის მხრიდან და კრიზისი ქუჩიდან გადატანილი იქნას პარლამენტში შემდეგი განვითარებით, რომ შედგეს საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს საბრალდებო დასკვნას. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოაწერს კონტაქტს ხელს, რომ თუ საბრალდებო დასკვნით გაირკვა, რომ არჩევნების მასშტაბი და ხარისხი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, მაშინ ისინი დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებს.
გვაქვს ძალიან მძიმე ზამთარი, ამ ზამთარში ქუჩის პროცესები, რისკების ფონზე, პანდემიის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ნეგატივი იქნება ოპოზიციისთვის… კიდევ უფრო გართულდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით სიტუაცია, ეს მათი [ოპოზიციის] მინუსი იქნება, ხელისუფლებას ექნება ხელის გაშვერის საშუალება ყოველთვის, პარლამენტში შესვლით ამ ყველაფერს ეძლევა ისეთი ფორმა, როდესაც ხელისუფლებას ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ ექნება”
კომენტარები