პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა
„ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია, „გადააგდო“. 2020 წლის არჩევნები, შემდეგ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. პარლამენტში შემოსვლაზეც გადააგდეს თავისი ამომრჩეველი და მრავალი ასეთი რამ. ამიტომ ჩვენ არავინ გადაგვიგდია. თუ ვინმე ასრულებს რაიმე ვალდებულებებს, მათ შორის პოლიტიკური რეფორმების კუთხით, ეს არის „ქართული ოცნება“. უბრალოდ, ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი რამ, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ჰქონდეს. მარტო მჭახე სიტყვებით ნუ აპელირებენ, მათი მჭახე სიტყვების არავის არ ეშინია. მათი მჭახე სიტყვებით დემოკრატია არ შენდება და არც დაინგრევა, მათ ეს ვერ მოახერხეს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ, მათ შორის ოპოზიციის სასარგებლოდ და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალ კარში თამაში. პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს,
საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მოხდება მაშინ, როდესაც ამ ცვლილებების პასუხისმგებლობა ექნება ყველას და ცვლილებები, ეს პროცესი არ იქნება გამოყენებული დესტრუქციის გასაღრმავებლად, არამედ კონსტრუქციული და დემოკრატიული თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ეს პირობა გვაქვს ჩვენ. რიგგარეშე არჩევნები ისეთი ძველი ზღაპარია, რომ მაგის ხელმეორედ მოყოლა უკვე საბავშვო ბაღშიც აღარ აინტერესებთ“
კომენტარები