“ბათუმელები” ავრცელებს ფოტოს და წერს:
“3 აგვისტო – რიგი კორონავირუსის ტესტირებაზე ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან.
გასულ 24 საათში აჭარაში გამოვლინდა კოვიდის 634 ახალი შემთხვევა.”
კომენტარებში წერენ:
“სადმე ბანერი გამოაკრან თემაზე რა არის რიგი, როგორ უნდა ჩავდგეთ და დავიცვათ !”
“მაქ რომ დგანან დადებითი რომ იყოს ხომ ყველას გადადებენ”
“მანდ ხშირად მასეა მე რაც დამინახავს ,გამკვირვებია”
“სამარცხვინოა, ჯანმრთელ ადამიანს დაემართება მანდ კოვიდი !
“ქორწილის მეორე დღე”
“ეს კიდე არაფერი, ცოტა შორს არიან ერთმანეთისგან . წინა დღეს ისე იდგნენ ნემსი არ ჩავარდებოდა”
პირბადის ტარება კოვიდტესტირების რიგში მაინც დაარეგულიროს კლინიკამ .ჩვეულებრივი უპასუხუსმგებლობა!!”
“ამ საღორეში როგორ მიდიხართ, ვირუსების ბუდეა, სრული ანტისანიტარია”
“ერთი აცრის მსურველთა რიგის ფოტოც დადეთ”
“ბავშვებსაც აქ უკეთებ ანალიზს და დიდებსაც?”
“და ეს უმეტესობა სახზოგდოებრივი ტრანსპორტით მივიდა და წავა მაქედან თან პირბადესაც მოიხსნის ვერ ვუძლებოო”
“ხალხო დაჯავშნილი აქვთ წინასწარ”
“ბათუმელების” ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება.
მედიის თქმით, მოქალაქემ მათ ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან გადაღებული ვიდეო გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ქორწილში ატეხილი ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს. ვიდეოში ჩანს ხალხმრავლობა და 10-ზე მეტი პოლიციელი სარიტუალო დარბაზთან, ისინი მოქალაქეებს ესაუბრებიან.
კანონით, პოლიცია ვალდებულია 2 ათასი ლარით დააჯარიმოს ადამიანი, რომელიც ქორწილს გამართავს. რაც შეეხება სარიტუალო დარბაზს, რომელიც ქორწილის უზრუნველყოფისთვის კანონით 10 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს, ქორწილის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს – კერძო პირსა და სარიტუალო დარბაზს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ქორწილის ორგანიზატორზე გადადის, რომელიც მხოლოდ 2 ათასი ლარით ჯარიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან, “ბათუმელებს”, მათივე თქმით, არ მიაწოდეს ინფორმაცია, პირდაპირ ქორწილში აღმოჩენილმა პატრულმა თუ დააჯარიმა ვინმე აკრძალული „სოციალური ღონისძიებისთვის“.
კომენტარები