სკანდალი პუერტორიკოელი პოპ- მომღერლის რიკი მარტინის უახლოეს გარემოცვაში, მომღერალს საკუთარი დისშვილი დენის იადიელ სანჩესი სექსუალურ ძალადობასა და ინცესტში ადანაშაულებს. 21 წლის კაცის თქმით მას 7 თვის განმავლობაში ბიძასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.
ცნობილი მომღერალი სანჩესის ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი კი ბრალდებას ამაზრზენს უწოდებს:
“სამწუხაროდ ადამიანს, რომელც ჩემს კლიენტს ადანაშაულებს სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა რიკი მარტინს არ ჰქონია არანაირი სექსუალური თუ რომანტიკული ურთიერთობა საკუთარ დისშვილთან. ეს აზრი არა მხოლოდ არასწორი, არამედ ამაზრზენია. იმედი გვაქვს ამ ადამიანს გაუწევენ შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას და ეს საშინელი საქმე მალე დაიხურება”. – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მარტი სინგერმა.
სასამართლო საქმეს მიმდინარე წლის 21 ივლისს განიხილავს. მომღერალი ოჯახურ ძალადობასა და ინცესტშია ბრალდებული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარტინს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მარტინი 2017 წლიდან ქორწინებაში იმყოფება მხატვარ ჯვან იოსეფთან. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
კომენტარები