პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა და თქვა: – რიკოთის საუღელტეხილო გზის ისტორიული პროექტი გამორჩეულია როგორც მისი შინაარსით, ისე საინჟინრო გადაწყვეტებით.
მინისტრის განცხადებით, 52 კმ გზაზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები პარალელურად 88 ხიდზე და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან, დასრულებულია და მოძრაობა გახსნილია 6 ხიდზე, ხოლო 24 ხიდი აშენებულია. მოძრაობა გახსნილია 3 დასრულებულ გვირაბზეც, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია.
,,რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი 2021 წელს გავხსენით და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი. რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები“ ,
.შეგახსენებთ, რომ “მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობს.
კომენტარები