ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე და რიონის ხეობის სხვა მცველები ღირსების მარშის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან და თბილისში მოდიან. ინფორმაცია გამოცემა “პუბლიკას” მაკა სულაძემ დაუდასტურა.
“დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ [თბილისში] და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც .. ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც] ვიცი რომ წამოსვლას აპირებდა.
ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს არ ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ. ეს არის სულ”. – ამბობს სულაძე პუბლიკასთან.
კომენტარები