ქუთაისთან ახლოს, გუმათის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანამდე აღარ უშვებენ, ამიტომ აქციის მონაწილეებმა დამატებითი კარავი გუმათში გაშალეს.
აქციის პარალელურად, რიონის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილია მობილიზებული.
„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი. ჩვენ ქმედებებში ვართ მოზომილები, არ გვინდა დაპირისპირებაში და ჩიხში შევიდეს ეს პროცესები. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება თავის თავსვე არ გამოუტანს განაჩენს. ამიტომ, ვწევთ ამ პროცესს მაქსიმალურად. ჩვენი მოთხოვნები რა თქმა უნდა უცვლელია“, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
კომენტარები