რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედა, ტვ პირველთან ამბობს:
ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე (პირობებში) გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს…
პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.
დოქებთან (რიყის დოქებთან) 3 მ-მდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან – ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, მის თვალწინ, (ერთ-ერთი მეგობრის) ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.
მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა – გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი – ჩვენი ქალაქის მერი, იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ”- აცხადებს გარდაცვლილის დედა.
რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა – შემთხვევა შაბათს მოხდა.
მას შემდეგ რაც ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა – კახა კალაძის უწყება წერს, რომ შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.
უწყება არ წერს, ვის უნდა გაეკონტროლებია უსაფრთხოების ნორმები არსებულ ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს 10 020 000 ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელის ოჯახმა შეიძინა.
კომენტარები