მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“უბრალოდ ინფორმაციისათვის…
15 წუთის წინ თავისი თანამდებობიდან გადადგა გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ჩამოყალიბებული კოვიდვირუსის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ნეილ ფერგიუსონი. ფერგიუსონი იყო ის პიროვნება, რომელმაც გადაათქმევინა ბრიტანეთის მთავრობას თავდაპირველი სტრატეგია ე.წ პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე და მოუწოდა იზოლაციისა და ფიზიკური დისტანცირების დანერგვა.
მისი გადადგომის მიზეზი კი აღმოჩნდაა ფაქტი რომ, იმ დროს როდესაც ის სახლში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მასთან სტუმრად იყო მისი მეგობარი მანდილოსანი.
ფერგიუსონმა ბოდიში მოუხადა ბრიტანეთის მოსახლეობას რომ არ დაიცვა ის წესები, რომლის შემოღებაც თვითონ მოითხოვა
გამახსენდა საქართველო, მოთხოვნები პირბადის ტარებასა და დისტანცირებაზე”
კომენტარები