მწერალი, ტორესა მოსი:
რისი ეშინიათ დიქტატორებს ყველაზე მეტად?
1. ნდობის. ავტოკრატების მთავარი ინსტრუმენტი ნდობის განადგურებაა. ისინი ცდილობენ შექმნან ტოტალური უნდობლობის გარემო, სადაც ყველა ეჭვმიტანილია სისტემასთან გარიგებაში, ნერგავენ მითს, რომ მათი საიდუმლო სამსახური ძლიერია და ყველაფერს აკონტროლებს.
2. თვითორგანიზებული ჯგუფების – მათ სიკვდილივით ეშინიათ ადამიანების, რომლებიც ერთიანდებიან საერთო მიზნით რაიმე იდეაზე დაყრდნობით. ეშინიათ ადამიანების, რომლების მთავარი მოტივაცია არა შიში და ანგარება, არამედ იდეალისტური მიზანია;
3. სიყვარულის – ტირანები ყოველთვის და ყველა დროში მუდმივად საუბრობენ, რომ უნდა ებრძოლონ გარყვნილებას, დაიცვან ოჯახის სიწმინდე, ტრადიციები. ამისთვის მუდმივად ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, თესენ სიძულვილს, ქმნიან გარემოს, სადაც ყველა “რაღაცაშია” ეჭვმიტანილი.
4. ეშინიათ დიალოგის, რადგან დიალოგი ყოველთვის გულისხმობს რაღაც დონეზე თანამშრომლობას, რაც საბოლოოდ აყალიბებს საზოგადოებაში კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ პოლარიზაციას, გახლეჩვას, ახალისებენ სიძულვილის ენას და ცდილობენ პროცესების მუდმივ რადიკალიზაციას.
5. ნებისმიერი პოზიტიური დღის წესრიგის, რომელიც მიმართულია არა ვინმეს ან რამის განადგურებისკენ, არამედ შექმნისკენ, მიზნის მიღწევისკენ, წარმატებისკენ. ამის საპირისპიროდ ისინი ცდილობენ შექმნან უიმედობის, ნიჰილიზმის, უპერსპექტივობის განცდა და გარემო.
ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რისიც დიქტატორებს ყველაზე მეტად ეშინიათ, ვორგანიზდეთ, დავისახოთ საერთო მიზანი, შევქმნათ ნდობასა და დიალოგზე დაფუძნებული ურთიერთობები, ჩამოვაყალიბოთ თვითორგანიზებული ჯგუფები, გვიყვარდეს, რაც შეიძლება ძლიერად და თავისუფლად და ვეცადოთ არ მოვიტყუოთ მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით ეს “სასარგებლო” ტყუილი ავტოკრატის წინააღმდეგაა მიმართული. მხოლოდ მაღალი ნდობის მქონე მედიას, ორგანიზაციებს, აქტივისტებს აქვთ უნარი გადატეხონ დიქტატორის მიერ ხელოვნურად შემქნილი, ყალბი რეალობა.
არასოდესაა გვიანი რა არაფრის კეთებას და რაღაცის კეთებას შორის, რაღაცის კეთება სჯობს. თუნდაც უმცირესის.
კომენტარები