„ალიამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ipm-ის კვლევის შედეგები. კომპანია „აიფიემმა“ 1000 რეპონდენტი გამოკითხა. გამოკითხვა ეხებოდა საპარლამენტო არჩევნებსა და ასევე, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
კითხვაზე – რისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად მომავალში? – პასუხები ასე გადანაწილდა:
- ხელისუფლების შეცვლის იმედი მაქვს – 10%
- იმედი მაქვს ეკონომიკური პროგრესის/სამუშაო ადგილების შექმნის – 9%
- უკეთესი მომავლის/უკეთესი ცხოვრების იმედი მაქვს – 8%
- მომავალი თაობის იმედი მაქვს – 5%
- ამჟამინდელი ხელისუფლების იმედი მაქვს/ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით – 5%
- საბოლოოდ დავამარცხეთ ეპიდემია/იმედი მაქვს კრიზისიდან გამოსვლის – 4%
- იმედი მაქვს იქნება მშვიდობა/სტაბილურობა – 4%
- მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების იმედი მაქვს – 3%
- იმედი მაქვს მრავალპარტიული პარლამენტის – 2%
- ქართველი ხალხის გაერთიანების იმედი მაქვს. – 2 %
- რწმენის იმედი მაქვს/ღმერთი დაგვეხმარება – 2%
- ჯანდაცვის სამინისტროს/ექიმების იმედი მაქვს – 1%
- საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების იმედი მაქვს – 1%
- იმედი მაქვს, განათლების სისტემას მეტი ყურადღება მიექცევა – 1%
- იმედი მაქვს, მთავრობა ხალხს დაეხმარება – 1%
- ტურიზმის აღდგენის იმედი მაქვს – 1%
- პრემიერ მინისტრის იმედი მაქვს – 1%
- პენსიების გაზრდის იმედი მაქვს 1%
- სოფლის მეურნეობის განვითარების იმედი მაქვს – 1%
- სხვა – 4%
- არ მაქვს არაფრის იმედი – 6%
- არ ვიცი/ძნელია პასუხის გაცემა – 39%
სრული ვერსია იხილეთ აქ:
კომენტარები