საპატრიარქოს პრესპიკერის ანდრია ჯაღმაიძემ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ თქვა:
“საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები”
ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, UNICEF-ისა და WORLD VISION-ის წარმომადგენლები.
კომენტარები