„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატურ ფილმს “იარე ლიზა”, რომელიც ჩვენი მებრძოლების სულში ჩაფურთხებად შეაფასა მნახველთა უმრავლესობამ, ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდა. რეჟისორი ნანა ჯანელიძეც კმაყოფილია, ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფსუებსო! კაი მაგან 1,750 000 აიღო ამ ფილმისთვის გახარიას პრემიერობის დროს, მაგრამ თქვენ რატომ აპრავებთ?იცით რა მაინტერსებს? ფეისბუკში ელემენტარულ განსხვავებულ აზრს არ პატიობთ ერთმანეთს და ვინც ტერიტორია წაგართვა, საკუთარი მიწიდან გამოგყარა, ათიათასობით ხალხი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაგიხოცა, მათთან შერიგებაზე იღვრებით ცრემლად?საკუთარი სახლის ოთახი რომ წაგართვათ ვინმემ და ოჯახის წევრები დაგიხოცოთ, მათთანაც ასე მოიქცევით? რა თქმა უნდა არა! აბა სახელმწიფო გკიდიათ ფეხებზე?აზერბაიჯანმა ასე დაიბრუნა წართმეული? აბა გადაიღეთ მსგავსი ფილმები აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, უკრაინაში, ან ნებისმიერ კონფლიქტში მყოფ ქვეყანაში და რა შედეგს მიიღებთ ნახავთ!რისი შემრიგებლები ხართ თქვე ფარისევლებო! ვისთან? ვინც მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშა და ვეზიზღებით? აგერ ერთმანეთს პოლიტიკური განსხვავების გამო სამოქალაქო ომს უპირებთ და თუ ასეთი მშვიდობის მტრედები ხართ ჯერ ერთმანეთში შერიგდით!ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი ამ ფილმს რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მტერი ნახავს, ხომ იტყვის მართლები ვყოფილვართო, ჯერ ხომ ისედაც ვეზიზღებით და უფრო არ განეწყობა ჩვენს წინააღმდეგ? რუსი რომელიც მაგას ნახავს, ხომ კიდევ მეტად თვითდაჯერებული იქნება საკუთარ ქმედებაში, რომ აფხაზეთი სეპარატისტი ქართველებისგან მისმა ქვეყანამ “დაიცვა?” ან ნებისმიერი უცხოელი ვინც ნახავს, იმ ქვეყნებიდან, ვინც აფხაზეთს არ აღიარებს, ხომ წარმოდგენა შეეცვლება ჩვენზე?არასდროს ახსენოთ დავით აღმაშენებელი, იმიტომ რომ დავითი მტრების დახოცვამდე, ზუსტად თქვენნაირ შინაურ მოღალატეებს თავებს აჭრიდა!
კომენტარები