არის დაავადებები, რომლის პრევენციაც შეუძლებელია, რადგან ის ასაკს ახლავს თან. კარგი ამბავი ისაა, რომ ზოგიერთი მათგანის მკურნალობა ტექნოლოგიამ გახადა შესაძლებელი. ერთ–ერთი ასეთი დაავადებაა – პრესბიოპია.
რომელმა ახალმა ტექნოლოგიამ გახადა შესაძლებელი პრესბიოპიის მკურნალობა უსაფრთხო, სანდო და სწრაფი ამ და სხვა თემებზე “ალიას” ესაუბრა ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე.
შოთა თადუმაძე არი საქართველოს ვიტრორეტინოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების, რეფრეაქციული და კატარაქტალური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრი. სპეციალიზირდებოდა თერაპიულ ოფთალმოლოგიაში, კატარაქტის ქირურგიაში, რეფრაქციულ ქირურგიაში (მხედველობის ლაზერული კორექცია), ვიტრეორეტინულ ქირურგიაში, სამუშაო გამოცდილება, საქართველოს გარდა, მიღებული აქვს გერმანიაში, „ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, ინდოეთში (Modern Eye Hospital) და ბელარუსში.
– რა არის პრესბიოპია?
– პრესბიოპია წარმოადგენს ასაკობრივ მდგომარეობას, რომელიც როგორც წესი თავს იჩენს 40 წლის შემდეგ და გამოიხატება ახლო მანძილზე არსებული ობიექტების გარჩევადობის დაქვეითებით.
– რა სიმპტომები ახასიათებს საწყისს და მოგვიანებით პერიოდში?
- წვრილი შრიფტის წაკითხვის გართულება
- წარწერის თუ ტელეფონის მკაფიოდ დასანახად თვალიდან შორს გაწევის
სურვილი - ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის შემდგომ თვალის გადაძაბვა და
თავის ტკივილი - ახლო მანძილზე განთავსებული ობიექტის ყურებისას ბუნდოვანი მხედველობა
- ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ერთ–ერთის არსებობა უკვე საკმარისია
იმისათვის, რომ 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა სპეციალისტს მიმართოს
კონსულტაციისთვის.
– შესაბამისად, როგორც მივხვდი, რისკ ჯგუფშია ყველა, 40 წელს გადაცილებული
ადამიანი, ხომ?
–დიახ, როგორც აღვნიშნე, ასაკობრივი მდგომარეობაა და არა დაავადება. ის ისეთივე ნორმალური ასაკობრივი პროცესია, როგორც მაგალითად თმის გაჭაღარავება ან კანზე ნაოჭის გაჩენა. შესაბამისად რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა 40 წელს გადაცილებული ადამიანი.
– ვიცი, რომ ნიუ ჰოსპიტალსია პირველი კლინიკა საქართველოში, სადაც ჩატარდა პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა. რა არის პრესბიოპიის ლაზერი?
– ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რომ პირველად საქართველოში, ნიუ ჰოსპიტალსში არსებულ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტში, შესაძლებელია ჩატარდეს პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა “პრესბიონდის” საშუალებით. ეს არის უსაფრთხო და სანდო მეთოდი, რომლის შედეგიც მორგებულია ყველა პაციენტის მოთხოვნილებაზე, ცხოვრების სტილსა და მხედველობითი დატვირთვის ინტენსივობაზე. პრესბიონდ მეთოდით ლაზერული კორექციის ჩატარება შეუძლია ყველა პაციენტს, ვისაც სურს გათავისუფლდეს, მაგალითად, საკითხავ სათვალეზე დამოკიდებულებისაგან.
PRESBYOND ლაზერი არის ლაზიკის პროცედურის ტიპი, რომელიც პრესბიოპიის სამკურნალოდ გამოიყენება. კლასიკური ლაზიკის პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდი იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ და საშუალო, ასევე ახლო დისტანციაზე.
– რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდის ლაზერს?
–ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას შექმნას ე.წ “შერეული ზონა” ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწყმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე. პრესბიონდის ერთერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ის შესაძლოა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი კატარაქტაზეა ოპერირებული.
– როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
– პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ მარტივია. პაციენტი ოპერაციის შემდგომი დღიდანვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. შეზღუდვები მინიმალურია და შემოიფარგლება თვალის ჰიგიენის წესების დაცვით.
(R)
კომენტარები