საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
?????უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ საფრანგეთის გეოპოლოტიკური ინტერესები ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის ხელშეწყობით.
გასულ წელს დასავლეთ აფრიკის კავშირის ყოფილმა წევრებმა მალიმ და ბურკინა ფასომ, გვინეა-ბისაუსთან ერთად მოუწოდეს საფრანგეთს დაეტოვებინა ნიგერი, სადაც გასულ წლებში უკვე მოხდა სამხედრო გადატრიალებები და ამ ქვეყნებიდან განდევნეს ფრანგული გავლენები და ასევე დატოვეს აფრიკული კავშირიც, მათ შორის ფრანგებს მოუწიათ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სამხედრო ბაზების დატოვება, რომლებიც ჩაანაცვლა “ვაგნერელთა”მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა…
მალის, ბურიკინა ფასოს და გვინეა-ბისაუს ერთობლივი განცხადებების პარალელურად, ნიგერის ჩრდილოეთით მდებარე ალჟირის ხელისუფლებამაც თავის დროზე მოუწოდა უცხო ქვეყნებს თავი შეიკავებინათ ნიგერში მინდინარე მოვლენებში ჩარევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ალჟირი მიიღებდა გადამწყვეტ ზომებს, მათ შორის განიხილავდა ნიგერის მხარდასაჭერად სამხედრო ძალების გამოყენებას. ამ განცხადებიდან მალევე, ალჟირის სახელმწიფო დელეგაცია მოსკოვს ეწვია და შეხვედრები გამართა რუსეთი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ამის ფონზე საფრანგეთს მოუწია ჯარების გაყვანა ნიგერიდან და ურანის მიწოდებაც შეუწყდა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საფრანგეთისათვის…
საფრანგეთი ცდილობს სრულიად შეცვალოს გეოსტრატეგიული მიდგომები და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით აძლიერებს ძალისხმევას, რაც გამოიხატება უკრაინის მიმართ მზარდი მხარდაჭერის მზაობით, სომხეთის მიმართ აქტიური სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით, პრეზიდენტ მაკრონის გუნდი ცდილობს შესაბამისი პოლიტიკური მოქნილობა გამოავლინოს რომ არსებულ ვითარებასთან სწრაფად და პრგამატულად ადაპტირდეს (მსგავსი ეტაპის გავლა მოუწია გერმანიის კანცლერის ო.შოლცის მთავრობასაც) თავის მხრივ ევროპის სახელმწიფოების ერთიანი კოალიციის (ევროკავშირის გარდა) ჩამოყალიბების პროცესს (ვაიმარის სამკუთხედი: საფრანგეთი, გერმანია პოლონეთი) მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მაკრონის აქტიურობამ, მეტიც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო გადაფარვაც გამოიწვიოს უკრაინაში მიმდინარე ომში, რაც ბუნებრივია გამოიწვევს მათ გააქტიურებესაც რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იმოქმედებს ყველა შემთხვევაში…
საფრანგეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის ალბათობას აერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია მოკავშირეებში, თავის მხრივ არც უკრაინაში არ აღფრთოვანებულან მაკრონის განცხადებაზე მეტიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასძინა რომ მათ არ მოუთხოვიათ უცხო ქვეყნის ჯარების გაგზავნა უკრაინაში, არამედ მათ ესაჭიროებათ შეარაღება,
მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება 2024 წელს იმ სამხედრო პოტენციალთან შედარებით რაც საფრანგეთს აქვს მიზერულია, მეტიც გერმანიასთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები ღირებულების შეარაღება გაუგზავნა უკრაინას (3,2 მილიარდი საფრანგეთმა, როცა გერმანიამ უკვე 18,3 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას)
ეს იმის ფონზე როცა ევროპაში საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრია მოწინავეა და რამდენჯერმე აღემატება გერმნიის სამხედრო სამრწველო რესურსებს…საფრანგეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამართულ სამხედრო მატერიალურ ტექნიკური შესაძლებლობის ქვეყანას NATO-ში, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოწინავე სამხედრო ავიაცია, სამხედრო გემთშმენებლობა ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა გემები, ავიამზიდი და მე-4-ე ადგილზეა მსოფლიოში ატომური(ბირთვული ქობინების რაოდენობით) შეარაღებით…
ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების ჩიხში შესვლის გამო (დემოკრატები და რესპუბლიკელები ჯერ კიდევ ვერ შეთაბხმდნენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პაკეტზე) საფრანგეთისათვის შესაძლებელობის ფანჯარა გაიხსნა ევროპაში ლიდერის ფუნქცია იტვირთოს, შესაძლოა ამითაც აიხსნას მაკრონის მკვეთრი პოლიტიკური და სამხედრო ნაბიჯები გადადგმის დაანონსებაც, ეს იმის ფონზე როცა ომის დაწყების დღიდან სწორედ მაკრონმა გამართა პუტინთან ყველაზე მეტჯერ მრავალრაუნდიანი უშედეგო სატელეფონო საუბრები.
ჯარების გაგზავნას თუნდაც შეზღუდული რაოდენობის სამწვრთნელო ინსტრუქტორთა მისია მოითხოვს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას და შესაბამის საჰაერო თავდაცვის ფარის ორგანიზებას უკრაინის ტერიტორიაზე რომლის მომზადებას გარკვეული დრო ესაჭიროება, დღემდე ბუნდოვანია რა მისია ექნება ფრანგულ უცხოური ლეგიონის კონტიგენტს, რომლებიც აქამდეც იღებდნენ მონაწილეობას უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში (უკრაინის საზღვრებს გარეთ)
საფრანგეთის არმია ემზადება „ უმძიმეს“ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის“ – საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაური, გენერალი პიერ შილი.
პ.შილის განცხადებით საფრანგეთს თავად შეუძლია 20 000 ჯარისკაციანი დივიზიის გამოყვანა ერთი თვის განმავლობაში სხვა პარტნიორებთან კოალიციისთვის და შეუძლია 60 000-კაციანი კოალიციის ჯარისკაცების ჯგუფის მეთაურობაც კი, თუ ასეთი შეიქმნება მოკავშირეების მონაწილეობით,
ამის შესახებ საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა პიერ შილმა განაცხადა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ჯარები განთავსების ზუსტი დრო და სავარაუდო ადგილმდებარეობა…
“საფრანგეთი უკვე ამზადებს 2000-კაციან კონტიგენტს უკრაინაში გასაგზავნად.”
ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ს.ნარიშკინმა განაცხადა.საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ინსტრუქტორებისა და სამწვრთნელო მისიის (და არა რეგულარული სახმელეთო ძალების) გაგზავნის ალბათობა უკრაინის უკიდურეს სამხრეთში (ოდესის ოლქში) სავსებით რეალური მოცემულობად იქცა, ოდესა უაღრესად მნიშვნელოვან სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ასევე ეკონომიკურ პოტენციალის მატარებელია რომლის დაცვა მარცველეულის ექსპორტირებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისათვის…
საფრანგეთის გაქტიურება შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი გარემოებებით:
1) დაკარგული გავლენის სფეროების დაკომპენსირება უკრაინის ომში აქტიური ჩართვით, ევროპის ლიდერის ფუნქციის შეთავსებით,
2)უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში სწორედაც საფრანგეთი შეძლებს გავლენის სფეროები აღადგინოს აფრიკაში რუსეთის მარცხის შემდგომ,
3)თუ უკრაინის მოკავშირეები გადაწყვეტენ პუტინთან არსებული სტატუსკვო შეინარჩუნონ კონფლიქტის გაყინვით, მაშინ საფრანგეთს ექნება გარკვეული ბერკეტები პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობისათვის…თუ მაკრონის განცხადებებს რეალური ნაბიჯები არ მოჰყვება ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საფრანგეთის პრესტიჟს და მორალურ ავტორიტეტს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში.
კომენტარები