ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კასპში მიმდინარე მოვლენებს და პრემიერ ღარიბაშვილის გამოხმაურებას პასუხობს და ამბობს:
თქვენ ისმენთ პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმინისტრის ასეთ სამარცხვინო გამოსვლას, როდესაც ოპოზიციას პირდაპირ შეურაცხყოფს და ეს არის ადამიანი რომელიც ამბობს, რომ თითქოს დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ… ცხადია, რომ ის აქეზებს მოძალადეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ფინანსურად დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, რომ თავდასხმები განახორციელონ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებზე და ეს გაგარძელდება მანამ, სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. როგორც ჩანს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მცდელობები დაშინების საზოგადოების გახშირდება.”
კომენტარები