სოფელ ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი უკვე 2 კვირაა დახურულ ზონად არის გამოცხადებული და ჩაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდა.
“მთავარ არხთან” საუბარში ხალხი ამბობს, რომ კატასტროფულად მოიმატა საკვებისა და მედიკამენტების ფასმა. მოსახლეობას აინტერესებს როდის გაიხსნება მიმოსვლა
„ჩაკეტვიდან ორ კვირაში ხო უნდა გამომჟღავნებულიყო კლასტერი კიდევ ვინმე თუ არსებობდა, თუ არ არსებობს რისთვის ვართ დაკეტილი ცხვრებივით?” – ამბობს ადგილობრივი ლია მარუაშვილი
კომენტარები