მას შემდეგ რაც რუსეთში გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც – კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვლენ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეადან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან – ვალდებულნი იქნებიან 14 დღის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში – რუსეთში იტალიის საელჩომ, განცხადება გაავრცელა:
იტალიის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ არა აქვთ რუსეთში სახლი, ან სხვა შესაძლებლობა, კარანტინში გაატარონ 14 დღე. საელჩომ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ამ ვალდებულების შესრულებას.
წყარო – nsn
კომენტარები