სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
პირბადე კი არ არის საღლიცინო და დასაძრახი, არამედ თვითონ მიდგომა და დამოკიდებულებაა მიუღებელი და საწყენი!
- პრაქტიკულად სახელმწიფო, უმაღლეს დონეზე ავიდა პირბადის წარმოება, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები პრემიერიც კი ამაზე საუბრობდნენ!!! ხომ შეიძლებოდა უკეთესი გაკეთებულიყო?! ამხელა პასუხისმგებლობის მიუხედავათ ღირსეულად ვერ გაართვეს თავი. ფასი და ესთეტიკური მხარეა მიუღებელი! არავინ არ იწუნებს ამ პირბადეების ეფექტურობას, მაგრამ არის მაგრამ(ები) და ეს მაგრამები არ არის უბრალოდ “მაგრამ”!
- ეს იგივეა მერსედესს ელოდებოდე და ჩამოგივიდეს “ჟიგული”! ბიზნესკლასის ფასს ხომ არ გადაიხდით ჟიგულში?! ხომ არ ისაუბრებდით იმაზე რომ ჟიგული კონფორტულია და მისაღებია?! არა და ჟიგული გამძლე მანქანაა, ვერაფერს იტყვი!
- ესაა საწყენი მეტი არაფერი, თორემ მე პირადად საერთოდ არ ვხმარობ პირბადეს და ზედმეტად მიმაჩნია!”
კომენტარები