მომღერალ ლელა წურწუმიას შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის კოვიდინფიცირებულია და კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა ეხმაურება.
„ამ სათაურით რომ დაიწყებ ნიუსს, და მერე შინაარსს რომ მიაბავ, ბოდიში მაგრამ მართლა ესაა ზუსტად ბოროტულად, გამიზნული დაწერილი, თავისი ამ ვითომ შეკითხვებით, ბევრმა რომ წაიკითხოს და მერე თითი იშვირონ, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი. ჯერ ეს ერთი, არავინ არ გადაუყვანიათ, მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში ორი დღის წინ, ასტკივდა ყელი და პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს.
მეორე კიდე, რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი? რა შუაშია? კონტაქტი ჰქონდა ვინმესთან? ლევან რატიანის გუნდს დიდი მადლობა. სხვა რაღაცის დაწერას აზრი არ აქვს, ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მამულიჩა.
კომენტარები