“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პასუხობს კითხვას, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ მოცემულია ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი და ამბობს:
“რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, ეს არის სისულელე, კაცმა რა იცის ავთენტურია, თუ არ არის, ამის გადამოწმების სასუალება ჩვენ არავითარი ფორმით არა გვაქვს. საინტერესოა რა იყო წყარო, წყარო ვერ იქნებოდა ქართული მხარე, საინტერესოა, ხომ არ იყო “ტვ პირველისთვის” წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. საქმე ეხება რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის მხარის მიერ და თუ ვინმე შეიძლება გავიხსენოთ რუსეთის ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, ესაა. როდესაც ასეთ დროს, პირად საუბრებს აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე, და ამ არხის სტანდარტებზე.”
კომენტარები