ლიზი თირქია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური 5 პოლიციელის ცემას ედავებოდა, ამბობს, რომ, როდესაც დაინახეს, მისი სიმაღლე, “თავიანთი აბსურდული ბრალდება უკან წაიღეს“ და წერს:
საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება.ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი.აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი “შეცდომები” საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს.რაც შეეხება გამოძიებას – გამომძიებელს ყველა ფაქტი დეტალურად მოვუყევი, თუმცა იმ უწყებისგან, რომელსაც დღემდე არ გამოუძიებია არცერთი ძალადობის ფაქტი, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამიქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მე აღმოვჩნდები ის ერთადერთი.
კომენტარები