მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვერ ვხვდები რატომ “ღლიცინობთ” ქუჩების კურთხევაზე?!
საბერძნეთში ყველა სკოლა იკურთხა სასწავლო პროცესის დაწყებამდე იკურთხა პარლამენტის შენობა, როდესაც განსაცდელი მატულობს საქართველოში რატომ ხდება რომ ღმერთს დასცინიხართ
თქვენ გვეუბნებით საქართველოში უნდა გათენდეს?! თქვენ ამბობთ რომ ცვლილებების დრო დადგა?!
მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში სადაც არ დამცინებენ, აბუჩად არ აიგდებენ ჩემს რწმენას, ნუ განსაზღვრავთ ღმერთს ჩემი და ჩემნაირი სასულიერო პირებით, ჩვენც ადამიანები ვართ რომლებიც შეცდომას უშვებენ, დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა 919 -ტი კოვიდ ინფიცირებული და ისევ დაიწყეთ დაცინვა
არასოდეს არ დაუჭერ მხარს ესეთ მზის ამოსვლას რადგან ესე მზე არ ამოდის უბრალოდ სიბნელიდან სიბნელეში გადავდივართ, ერთხელ და სამუდამოდ ისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა, ეს არის რელიგიური ფანატიზმის ნაწილი როდესაც ხორციელ ადამიანისგან სრულყოფილებას ითხოვთ.
ერი რომელიც ღმერთისადმი სიყვარულით დღემდე მოვედით ნუ განვეშორებით მას იმიტომ რომ ვიღაცას მე არ მოვწონვარ ან ჩემნაირი სხვა სასულიერო პირი”
კომენტარები