გიორგი მამალაძის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
“მე უნდა შევაჯერო მასთან პოზიციები, მას აქვს შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისთვის, რომ უფრო მსუბუჯი სასჯელით მოხდეს შეცვლა.
ამავდროულად, სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბოლოო ჯამში განაჩენის გაუქმება.
ასევე, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
მე ამ ეტაპზე ვერაფრისკენ ვერ მოვუწოდებ ხელისუფლებას. როდესაც საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი.”
კომენტარები