პოლიტიკოსი, მამუკა მდინარაძე მედიასთან ამბობს:
„ჩვენ ყველას გვაქ თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება ჩაწეროთ კომენტარი. არ მგონია, რომ კარგი რამ გავაკეთეო თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს.
არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემემილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა ამ ყველაფერს, შეიძლება გულწრფელიც კი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია.”
„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ, შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.
კომენტარები