საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:
,,როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში. სავსე იყო. მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის გასაოცარი იყო თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად, ჩემამდე, ჩემს ვიზიტამდეც და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასეთი იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ქვეყნის მედეგობა და თქვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოხდეს”
კომენტარები