პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 5 ივლისის მოვლენებისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე:
„უპირველეს ყოვლისა, არ შეიძლება ადამიანის ტრაგედიებით მანიპულირება, როდესაც თქვენ ეხლაც თქვით ემსხვერპლა ადამიანი ამას და ა.შ. გუშინ ითქვა სადღაც, რომ მოკლული და ა.შ…
დიახ, როდესაც საუბრობთ, რომ [ლექსო ლაშქარავა] მოკლეს, ეს არის მანიპულაცია და ტყუილი. იმიტომ, რომ ყველამ იცის, რა იყო მიზეზი სიკვდილის. ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ ადამიანების ტრაგედიით და სიკვდილით მანიპულაცია და განსაკუთრებით, ამისი გამოყენება იმისთვის, რომ საზოგადოებაში რაღაც აღშფოთება იქნას შემოტანილი.
საკმარისად მძიმე იყო 5 ივლისი მაშინ, საკმარისად დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა, საკმარისად დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი იმისთვის, რომ კიდევ ამის დამატებით დეზინფორმაციით და ტყუილით არ მოხდეს ამის გაბუქება. საკმარისი იყო, თუნდაც ის ფაქტი, რომ ლექსო ლაშქარავა იქნა ნაცემი ზუსტად იმ სადარბაზოში. აი, ესეც საკმარისი დანაშაულია. არ არის საჭირო ამაზე კიდევ დაშენება ტყუილის, თითქოს ადამიანის სიკვდილის მიზეზი იყო ეს.
რაც შეეხება თვითონ 5 ივლისის დანაშაულებს, მე სტატისტიკა აღარ მახსოვს, მაგრამ, ვიცით, რომ ასეულობით ადამიანი იყო დაკავებული. მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეებია და განაჩენებია დამდგარი. 6 წელი აქვს მისჯილი, თუ არ ვცდები, რამდენიმე ადამიანს. ეს არის სრულად პროკურატურის და სასამართლოს საკითხი. პროკურატურამ ვისაც ბრალი წაუყენა და რა დანაშაულიც დაადგინა, მე რამდენადაც მახსოვს, ყველა შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება საკითხს ორგანიზატორებთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა და დასკვნაც აქვთ, მე თუ სწორად მახსოვს, რომ ორგანიზატორი გამოვლენილი არ არის. ამიტომ, ყველა ეს საკითხი ეხება პროკურატურას”
კომენტარები