„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული კრიმინოგენური მდგომარებაა და მიაჩნია, რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის ძალისხმევით, სამართალდამცავი უწყებები სრულიად ჩამოშლილია, საქართველოში ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და ქართული პოლიციის საქმიანობის პრინციპები ფაქტობრივად, დეგრადირებულია.
ვაშაძის თქმით, მიუღებელია, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის გამოიყენო და ადამიანების გაუჩინარების, მკვლელების თუ სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულებების გამოძიება არ გაღელვებდეს და გვერდით გადადო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ხელისუფლებას ბურუსით მოცული კრიმინალური საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური მდგომარეობაა. დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახში ვიმყოფებოდი, ქალბატონი ლალი 4 წელია ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის გოგონას გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი პასუხგაუცემელიკითხვა და ლაფსუსია გამოძიების ირგვლივ. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგოა გაუჩინარებული და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა გულგრილი დამოკიდებულებაა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
მივმართავ პრემიერ მინისტრ გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს – რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ეს კრიმინალური საქმეების გამოძება? როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია, სწორედ ასეთი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული საქმეები იძლევა ამის საბაბს. არ შეიძლება, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის იქნას გამოყენებული და არ აღელვებდეს ამდენიადამიანის გაუჩინარება,მკვლელობა თუ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქები.
უმძიმესი სურათია რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, რადგან სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს. პოლიციის სისტემის ასეთი დეგრადირება უკვე კატასტროფაა,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
კომენტარები