19 სექტემბრიდან მელიქიშვილის გამზირის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა.
კახი კალაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა.
ამ ეტაპზე ფილარმონიის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, მომდევნო ეტაპზე კი ახლა სადაც შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება იქ ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კომენტარები