საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს, ორშაბათს განახლდება.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადეს, დანიელსონი საქართველოში 28 ან 29 მარტს ჩამოვა და მედიაციის პროცესს ორშაბათიდან განაახლებს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოდის.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კომენტარები