სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება რვა მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით.
„ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან
რესტორნები შიდა სუივრცეებში განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართელოში 8 მარტიდან.
კონფერენციები და ტრენინგები განახლდება პირველი მარტიდან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მუშაობას იწყებენ პირველი მარტიდან.”
კომენტარები