საქართველოში უკვე 9 დღეა 4 დიდი ქალაქია ჩაკეტილი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
როცა ამ ოთხი ქალაქის ჩაკეტვის ბრძანება გამოიცა, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ ქალაქები ჩაიკეტება 10 დღით. 10 დღის ვადა – ხვალ, 25 აპრილს იწურება.
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით, მდგომარეობა არ დამძიმებულა და მსუბუქი მანქანებით მოძრაობაც აღდგება 27 აპრილიდან – ქალაქები ისევ ჩაკეტილი დარჩება.
სამაგიეროდ, მთავრობა გვაძლევს ე.წ. საშეღავათო პერიოდს 27 და 28 აპრილს – ამ ორი დღის მანძილზე, შეგვეძლება ქალაქებს შორის გადაადგილება.
29 აპრილიდან ოთხივე ქალაქი ისევ ჩაიკეტება.
ასე რომ ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ რომელიმე ამ ქალაქებში დაბრუნების და გადადგილების, თქვენ ამისთვის 2 დღე გაქვთ, ოღონდ დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
შეგახსენებთ ასევე, რომ გარდა ამ ოთხი ქალაქისა, ჩაკეტილია მარნეული და ბოლნისიც, რომელიც, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ამ დღეებში უკვე უნდა გაეხსნათ, მაგრამ აქციების გამო – გადაიფიქრეს.
ამასობაში კი, თბილისში კიტრი 6 ლარი ღირს და მარნეულში – 80 თეთრი, სარფიანი გამოდგა ვიღაცეებისთვის ქალაქების ჩაკეტვაცა და კარანტინიც.
ალია
კომენტარები