ვაქცინაზე რეგისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდები შეფერხებით იმუშავებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, იგივე პრობლემა ექნება moh.gov.ge-ს ყველა ელექტრონულ სისტემას.
“გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს 23:00 საათიდან 24 აგვისტოს 02:00 საათამდე წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი და ელექტრონული სისტემები (moh.gov.ge) შეფერხებით იმუშავებს”, — ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები