დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა განათლების სამინისტროსთან, რათა შემუშავდეს ეროვნული გამოცდების ჩაბარების უსაფრთხო გზები.
„უკვე დავიწყეთ მუშაობა სამინისტროსთან, რა აჯობებს, რა იქნება უფრო უსაფრთხო.
მართლაც წლევანდელ აბიტურიენტებს, ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა.
თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე და ვუსურვებ მიიღონ ის შედეგი, რასაც ელიან.
ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ, რომ ის 3-4 საათიანი გამოცდა, იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების თარიღის შეცვლა არ განიხილება.
კომენტარები