კობა ნაყოფია, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ერთადერთი გზაა მისი საპატიმროდან გამოსვლის – ეს არის 30 ოქტომბერი, ის ღრმადაა დარწმუნებული, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი წერტილს დაუსვამს და ყველა ქალაქში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ოცნება კარგავს ლეგიტიმაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს და მოვა ხელისუფლებაში. არ შეწყდება საპროტესტო აქციები, უკვე ხედავთ, საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდა და მეტად გაძლიერდება. ხალხის მხრიდან იქნება… გაძლიერდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, იქნება აქციები და იძულებულნი იქნებიან გაათავისუფლონ. პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეიწყალებს, მაგრამ სააკაშვილი იჯდეს, თუ არა საკანში, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ხალხის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი, ის იქნება თავისუფალი.
2012 წლიდან 15-20 პროცენტია მოსახლეობის გასული საზღვარგარეთ – ემიგრაციაში მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილია და გახსოვთ, ალბათ, უცხოეთში ჩატარებული არჩევნები, იმის კვალობაზე, რომ ბევრ ადამიანს მისვლის შესაძლებლოვაც არ ჰქონდა. მეორე – ქვეყანაში პანდემიაა და მესამე – ამ აქციას არ ესწრებოდა ლიდერი, ის არ იდგა იქ. წარმოიდგინეთ, იგივე მოსახლეობა რომ იყოს, რაც 2012 წელს, არ ყოფილიყო პანდემია და სააკაშვილი მდგარიყო თავისუფლების მოედანზე, იქ იქნებოდა 5-ჯერ მეტი ადამიანი. თუმცა, გარწმუნებთ, თუ ხელისუფლებამ გაბედა და გააყალბა 30 ოქტომბრის არჩევნები, ბევრად მეტი ადამიანი იდგება თავისუფლების მოედანზე.”
კომენტარები