დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ ორ დღეში დატოვებს. მედიკოსთა შეფასებით, პაციენტი კლინიკურად გამოჯანმრთელებულია.
ნიკოლოზ გამყრელიძეს ორი დღის წინ ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე, რა დროსაც ანალიზმა სუსტად დადებითი აჩვენა. კორონავირუსზე კვლევა მას ხვალაც ჩაუტარდება.
„პაციენტს ვირუსზე კიდევ ერთი კვლევა ხვალ ჩაუტარდება, რომელიც 24 საათში განმეორდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ“
კომენტარები