მსოფლიო იცვლება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ხალხმრავალი ადგილები ქალაქ-მოჩვენებებს ჰგავს. ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და მოქალაქეებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალა ადამიანების შეკრება. ცვლილებები შეეხო ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს. თუმცა დღესდღეობით მთავარი კითხვა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ არის ის, თუ როდის გახდება შესაძლებელი ძველებურად ცხოვრება. აქტუალური თემის შესახებ სტატიას ,,ბიბისი” აქვეყნებს.
ყველა ქვეყანას სჭირდება სტრატეგია ვირუსთან ბრძოლაში, რომელიც განუზომელ ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის, რომ ადამიანების სახლებში ჩაკეტვა და არსებული შეზღუდვებით ცხოვრება დიდხანს ვერ მოხერხდება, რადგან ზარალი კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს. რა გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან?
ვაქცინაცია
ვაქცინაციის შემდეგ პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძენს იმუნიტეტს ინფექციის მიმართ. თუმცა ვაქცინის გამოგონებას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება. მეცნიერთა ჯგუფები არაერთ ქვეყანაში მუშაობენ მის შესაქმნელად. უკვე არსებობს საცდელი პროტოტიპი, რომლის გამოცდაც ადამიანებზე დაწყებულია. ვაქცვინის გამოცდა აშშ-ში, მოხალისეებზე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის დახმარებით მთელი მოსახლეობის 60% იმუნიტეტს შეიძენს, ვირუსს აღარ შეეძლება ეპიდემიის გამოწვევა, ეს ფემონემი ცნობილია, როგორც “კოლექტიური იმუნიტეტი”. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაზე მუშაობა უპრეცენდენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, საყოველთაო ვაქცინაციამდე მინიმუმ 12 თვე მაინც გვაშორებს.
ბუნებრივი იმუნიტეტი
მის გამომუშავებას 2 წელი მაინც დასჭირდება. ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავების ლოდინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ვაქცინის შექმნა იქამდე ვერ მოხერხდა. ასეთ შემთხვევაში მთავარი ამოცანა იქნება ეპიდემიის ტემპის შენელება, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემების კოლაფსი. საბედნიეროდ, ვირუსი დაავადებულთან უშუალოდ კონტაქტით გადადის და არა ჰაერით, თუმცა არსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს SARS და MERS კორონავირუსები, არ დარჩათ მყარი იმუნიტეტი მათ მიმართ.
მედიკამენტები
იმ მედიკამენტის პოვნას, რომელსაც შეუძლია ვირუსით ინფიცირებულის განკურნება, შეუძლია ძალიან მალე დააბრუნოს მსოფლიო ძველ რელსებზე. ამ ეტაპზე მეცნიერები ცდილობენ გამოიყენონ უკვე არსებული მედიკამენტები ვირუსის მკურნალობის პროცესში და როგორც კვლევები გვიჩვენებს, საკმაოდ წარმატებულადაც. რამოდენიმე პრეპარატის გამოყენებას ამ ეტაპზე დადებითი შედეგები აქვს. კარგად მუშაობს ასევე მოსახლეობის ე.წ. “სწრაფი ტესტირება” და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
ჯერჯერობით კითხვაზე, თუ როდის დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, ზუსტი პასუხი არავის აქვს, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მსოფლიო არ კარგავს იმედს, რომ მეცნიერები შესაბამის გამოსავალს იპოვიან.
„ფორტუნა“
კომენტარები