დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი:
“მოგიყვებით, ღარიბაშვილის და ქარელის მერის კორუფციის შესახებ.
როგორი მდაბიო საქციელია – გახსნეს აუზი, აუწყეს ქარელის მოსახლეობას, შეგიძლიათ ისარგებლოთო, პრემიერმა გახსნა ეს აუზი და დაკეტილია.
ლევან ხაბეიშვილის ვიდეომიმართვიდან მალევე ქარელის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ “2022 წლის 5 სექტემბერს , 12 საათზე, ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე იხსნება ახალი საცურაო აუზი.”
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქარელის საცურაო აუზს, რომელიც, იმედია 2022 წლის 5 სექტემბერს გაიხსნება, ჯერ კიდევ 2020 წლის 18 ნოემბრიდან აქვს თავისი სოციალური გვერდი.
კომენტარები