პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ უკვე შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა თეთრიწყაროს რაიონის გახსნისკენ. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში იქ 449-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, თუმცა კორონავირუსზე დადებითი შედეგი არც ერთხელ გამოვლენილა.
გახარიას არ დაუკონკრეტებია, როდიდან აპირებენ თეთრიწყაროს გახსნას. სავარაუდოდ, რაიონი გაიხსნება დღეს ან ხვალ.
“22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე, ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა თეთრიწყაროელებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა დავიცვათ და ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ფხიზლად, რომ კვლავ არ მოგვიწიოს მსგავსი შეზღუდვების მიღება”, – თქვა გახარიამ.
კომენტარები