ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“კაცო, ისე იხოკავთ ღაწვებს ამ გია ვოლსკის შესახებ, თან წლებია უკვე, რომ ძალიან მინდა ვიკითხო და შემახსენეთ: – რომელი ხელისუფლების დროს იყო ვოლსკი “რომელიღაც” მინისტრის მოადგილე?
და როდესაც, გია ვოლსკი რომელიღაც მინისტრის მოადგილე იყო, მინისტრი ვინ იყო?
ახლა კითხვა – როდის გახდა გია ვოლსკი კგბ-შნიკი? თუ ივანიშვილმა ჩამოუტანა მოსკოვიდან ქსივა?
მართლა არ გიტყდებათ კაცო?
ჰო, მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს ვინ ნიშნავდა?
ეგ მაინც არ არის გირგვლიანის, რობაქიძის საქმე სხვებმა შეიტენონ. ეს ძმაო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, თუ უცხო ქვეყნის რეზიდენტს გააზრებულად ნიშნავ ეგეთ მაღალ თანამდებობაზე.
და კიდევ, თუ მეტყვით, რომ ახლა გაიგეთ, კიდევ უარესი – მაშინ მახათს იყრიდით? მაშინ სახელმწიფო გებარათ, გახსოვთ?
ამიტომ ცოტა მწყობრად – სირცხვილი და შეცდომა კი არა, დანაშაული აღიარეთ მაშინ მორიგი, როდესაც ვოლსკის კგბ-შნიკობაზე ისაუბრებთ.
მე მჯერა თუ არა მისი კგბ-შინოკა? მე იმის მჯერა, რომ თქვენ ყველამ ერთად უტირეთ დედა ამ ქვეყანას და ღვთისმშობლის წილიც აღარ დატოვეთ უკვე აქ.
სიმართლე თქვენ არ გინდათ არავის, არც წინებს და არც ახლანდელებს, შეცდომებისა და დანაშაულის აღიარება თქვენ არ შეგიძლიათ და ვის დაჰკარგვიხართ საერთოდ? საერთოდ გონზე ხართ, რამდენ ცოლს და რამდენ ქმარს აქვს თანამდებობა და სამსახური დაკარგული რა “მაშინ”, რა “ახლა” თუ ეგ გეკიდათ, რადგან ცნობილის ცოლი ან ქმარი არ იყო? მაგრამ მაშინ სახელმწიფოს ვაშენებდით არა? ახლა? რა ეტყობა ამ ქვეყანას სახელმწიფოს ნაკვალევი, თუნდაც ვოლსკის კბგ-შნიკობაზე საუბრის ტონით და ავტორებით?”
კომენტარები