სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება.
უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას.
ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
იმედია, პერსონალსაც გადაამზადებს კლინიკა, თორემ, “ალიას” თანამშრომელს დღემდე კოშმარულად ახსოვს კლინიკის “მომსახურება”. იმედია, ხელფასებსაც დროულად დაურიგებენ პერსონალს, თორემ “ალიას” მკითხველს კარგად ახსოვს, რას წერდნენ პანდემიის დასაწყისში კლინიკის ექიმები და ექთნები.
ამასობაში, ქევყნის პირველ კლინიკად ისევ აღარ იწოდება ინფექციური საავადმყოფო, როგორც ამას ვვარაუდობდით. თენგიზ ცერცვაძეს პანდემიის დროს სასამართლოში უჩივლეს, თენგიზ ცერცვაძეს ძლივს გამოუყვეს 300 000 ლარი კლინიკაში დამიწების პრობლემის მოსაგვარებლად.
პარალელურად, კარგად გვახსოვს, ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე რომ ითხოვდა, ამდენი ფულის გადაყრას, ან საავადმყოფოები ააშენეთ, ან განყოფილებები გახსენითო და რომ დასცინოდით!
ინფექციურ კლინიკას ახალ შენობას დაპირდა პრემიერი, მაგრამ კლინიკაში ჯერ ისევ წვიმის წყალი ჩადის.
კარგია რესპუბლიკურში ახალი განყოფილების გახსნა, მივესალმებით, მაგრამ არ გვახსენდება პანდემიის დასაწყისში რესპუბლიკურ კლინიკაში გაქცეულიყავით საშველად – ამიტომ, გვაქვს ლეგიტიმური კითხვა, როდის ასრულდება დანაპირები და როდის გახსნის პრემიერი ინფექციურის ახალ შენობას?
კომენტარები