კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტს, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და სასზღვრიდანვე იქნა გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში 26 თებერვალს – კორონავირუსის ანალიზზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია:
“იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”
შესაბამისად, ხვალინდელი ანალიზის პასუხზეა დამოკიდებული, გაწერენ ხვალ პირველ პაციენტს, თუ არა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგივე არათუ პირველი პაციენტის, 30-ივე პაციენტის გაჯანმრთელებას ელის.
“ალია” დაუკავშირდა ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგინავას, იმის გასაგებად, როდისაა მოსალოდნელი მეორე პაციენტის გამოჯანმრთელება:
მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე პაციენტს თითქმის ერთდროულად დაუდასტურდა ვირუსი, რიგით მეორე პაციენტის ანალიზზე ჯერ უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია. თუმცა, არის მკრთალად დადებითი და შემცირებულია ვირუსის დონე. რამდენიმე დღეში ისევ გავიმეორებთ ანალიზსს და ვნახოთ, იმედი გვაქვს, უარყოფითი პასუხი გვექნება.
კომენტარები