ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში გამოსვლისას, ჰკითხა:
ამაზე ძლიერი საქართველოს ჯარები არ ყოფილა. განსხვავებით იმისა, რომ ჩვენ შეიძლება შევიძინოთ სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ა.შ. მაინც ყველაფერი უნდა წავიდეს იქითკენ, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, ველებს, ავტომატიკას, გამომთვლელ სისტემებს, რათა ერთ სისტემაში იყოს საქართველოს თავდაცვა, საქართველოს ცა.
ჩემი კითხვა ისევ ის ტრადიციული იქნება – როდის გვექნება ისრაელივით დაცული ცა? როცა ვერ გაიჭაჭანებს მტრის მფრინავი ობიექტი და რაკეტების 90%-ის განადგურების საშუალება იქნება. კარგი იქნება, თუ ეს 2024 წლისთვის მოესწრება, მაგრამ თავდაცვის მინისტრისგან ამ კითხვას ყოველთვის მოვითხოვ.
კომენტარები